Sunday, April 17, 2016

დღე მეცხრე

დღეს ვისწავლეთ ორი ახალი საიტი, www.photopeach.com ამ საიტის საშუალებით შევძლებთ სასურველი სურათებისგან ვიდეოს გაკეთება, რომელიც ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესო და სახალისო არის. აგრეთვე ვისწავლეთ მეორე საიტი www.pho.to სადაც შევძლებთ სასურველი სურათების გაშარჟებას. ესაც ძალიან სახალისო და ძალიან კარგი საიტია. შემდეგ წარვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები ვნერვიულობდით მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი დღე იყო. ბედნიერი ვარ რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან კარგი და ბევრი მომცემი ტრენინგი იყო. დიდი მადლობა ბატონ დავითს.

Saturday, April 16, 2016

დღე მერვე

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო დღეს. ტრენინგის დასაწყისში ჩვენი დავალებების ნუსხა ხელახლა განვიხილეთ რათა გვენახა რა იყო სავალდებულო. ბატონმა დავითმა გვითხრა მოცემული დავალებებიდან რა იყო სავალდებულო, ჩვენ სავალდებულო დავალებებზე ბევრად მეტი გვქონდა გაკეთებული, რამაც ძალიან გაგვახარა :) აგრეთვე განვიხილეთ Google-ის ინსტრუმენტები, ძალიან მოგვეწონა Google Map-ი. ვისწავლეთ Youtube.com-დან ჩვენ ბლოგზე ვიდეოს დადება. აგრეთვე ჩვენ ბლოგზე საათის, კალენდრის, ეფექტების, ვებ გვერდების, სურათების, პრეზენტაციების და სხვა ინსტრუმენტების მოთავსება, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით, ბევრი რამ ვისწავლე.  ნამდვილად ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.

Sunday, April 10, 2016

დღე მეშვიდე

კიდევ ერთხელ გვაჩვენა როგორ მივაბათ ჩვენი Drive-ი ჩვენ ბლოგს. გვასწავლა როგორ გავაკეთოთ კითხვარი. განვიხილეთ კითხვარის გაკეთების ყველა ინსტრუმენტი, კითხვარის პასუხების ნიმუშების ბევრი ვარიანტი იყო გავიარეთ დეტალურად ყველა მათგანი. ძალიან მომეწონა, აუცილებლად გამოვიყენებ მომავალ პრაქტიკაში. ბევრი დავალება გვაქვს მაგრამ უმეტესობა გაკეთებული მაქვს და იმედია დანარჩენსაც კარგად გავაკეთებ. ნაყოფიერი და საინტერესო დღე იყო.

Saturday, April 9, 2016

დღე მეექვსე

დღევანდელი დღე კარგად დაიწყო :) ჩემი 2 პუბლიკაცია მომიტანა ბატონმა დავითმა ფერადად დაბეჭდილი ძალიან მომეწონა. ვისწავლეთ Drive-ის ინსტრუმენტები ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მომეწონა Google Docs, Google Sheets, Google slide ძალიან მაგარია ძალიან მოსახერხებელი, მომავალში ყოველთვის აქტიურად გამოვიყენებ. ვისწავლეთ როგორ გავუზიაროთ ჩვენი ფაილები სხვას. როგორ გავაფერადოთ ჩვენი მასალები, რომ ადვილად დავახარისხოთ ჩვენი მასალები. ვნახეთ ერთ-ერთი მონაწილის გეგმის შაბლონის პრეზენტაცია, რომელიც გასაკეთებელი მაქვს მეც ხვალისთვის. ის პრეზენტაცია ძალიან მომეწონა და აუცილებლად შევეცდები მსგავსი გამომივიდეს მეც :) დავალება ბევრი გვაქვს ხვალისთვის ყველა ჩემი მასალა ფაილებში უნდა ჩავალაგო ეს ძალიან მომწონს რადგან დალაგდება ყველაფერი და ქაოტური სახე აღარ ექნება რაც ძალიან არ მომწონდა.

Sunday, April 3, 2016

დღე მეხუთე

დღევანდელი დღე დაიწყო ჩვენი გაკეთებული პრეზენტაციების შეფასებით. არცთუისე კარგი პრეზენტაციები გვქონია, ამიტომ განვიხილეთ კარგი პრეზენტაციები ნიმუშად. ვნახეთ პრეზენტაციის ორი საიტი: viki.rdf.ru და 5klass.net აქაც ზოგი პრეზენტაცია მოგვეწონა ზოგი არა. განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, უკუკავშირის მიცემის რჩევები, განმავითარებელი თვითშეფასება, შეფასების ჩეკლისტი, შეფასების დაგეგმვის ცხრილი და შეფასების დაგეგმვა საინტერესო ინფორმაციებია. აგრეთვე ვისწავლეთ პრეზენტაციაზე მუსიკის დადება, ტექსტში კომენტარის გაკეთება და Word-ში Developer-ის დამატება. ძალიან სახალისო იყო კომენტარების გაკეთება ერთმანეთის ბლოგზე. დავალება მერთულება იმედია კარგად გავაკეთებ.

Saturday, April 2, 2016

დღე მეოთხე

განვიხილეთ დღევანდელი დავალებები. ბატონმა დავითმა შეგვაქო აქტივობისთვის :) განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. ძალიან ბევრი კარგი მეთოდი იყო, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე და დეტალურად განვიხილეთ პრეზენტაცია " საავტორო უფლებების ქაოსის დეტალები". საინტერესო იყო პედაგოგის შექმნისლი მასალის საავტორო უფლების დაცვა. ვისწავლეთ როგორ მივუთითოთ საავტორო უფლებით დაცული ფოტოსურათის წყარო.

Sunday, March 20, 2016

დღე მესამე

დღევანდელი დღე ძალიან დამღლელი იყო. ბევრი რამ გავიარეთ და განვიხილეთ.განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაცია დეტალურად განვიხილეთ, ვისწავლეთ როგორ შევადგინოთ მსგავსი კითხვები. ვისწავლეთ პუბლიკაციების მომზადება, ამისათვის Publisher-ში ვიმუშავეთ. ვისწავლეთ როგორ შევინახოთ Publisher-ში მომზადებული მასალა PDF-ით იმისათვის რომ ვერავინ ვერ შეცვალოს ჩვენი მომზადებული პუბლიკაცია. აგრეთვე ვისწავლეთ პუბლიკაციის სურათად შენახვა. ბევრი დავალება გვაქვს. იმედია პირნათლად შევასრულებ ყველა დავალებას :)